Direct Feed

Clear all
23 Jul 2026, 16:16 GMT By ვაჟა თავბერიძე

„თუ დრაპატი სტრატეგიულ დონეზეც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, რუსეთს დონბასის სრულად დაპყრობის არავითარი შანსი აღარ ექნება,“ – ამბობს უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი (2005-2010) მიკოლა მალომუჟი რადიო თავისუფლებასთან

Download item bundle
რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთან
Credit: ვაჟა თავბერიძე
23 Jul 2026, 14:20 GMT By გელა ბოჩიკაშვილი

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის თავდასხმისთვის დაკავებული, 39 წლის ნიკო ხურცილავა ბრალის წაყენებას ელოდება. მისი ადვოკატი შოთა მირველაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების იმედი აქვთ.

Download item bundle
გაათავისუფლებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს გირაოთი? - ინტერვიუ დაკავებულის ადვოკატთან
Credit: გელა ბოჩიკაშვილი
23 Jul 2026, 13:41 GMT By ნინო თარხნიშვილი

შანიძის 13-თან, წითელი აგურის სახლის ფანჯრების გისოსებზე ჯერ ისევ შერჩენილია პოლიციის ყვითელი ლენტები, რომლებიც წუხელ, 22 ივლისის საღამოს, მას შემდეგ გააბეს, რაც რამდენიმე მეტრით ზევით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა. მათ შორის ერთი, 17 წლის მოზარდი, კლინიკაში გარდაიცვალა.

Download item bundle
რა მოხდა შანიძეზე, რასაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა - შევეცადეთ აღგვედგინა სურათი
Credit: ნინო თარხნიშვილი
22 Jul 2026, 16:31 GMT By ნინო თარხნიშვილი

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა - იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჯერჯერობით ის მხოლოდ აჭარაში დაბადებულ ჩვილებს დაეხმარება. იდეის ავტორები ამბობენ, რომ რძის კიდევ ერთი ბანკი მალე თბილისშიც გაიხსნება.

Download item bundle
„ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ“ - საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
Credit: ნინო თარხნიშვილი
22 Jul 2026, 15:20 GMT By ჯიმშერ რეხვიაშვილი

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში კვლავ საკადრო რეორგანიზაციაა. ვის და რატომ დაატოვებინეს თანამდებობები, ვინ არის მიხაილო დრაპატი - უკრაინის ახალი მთავარსარდალი - და რა როლი აქვთ მიხაილო ფედოროვსა და ევჰენ ხმარას ახალ ცვლილებებში?

Download item bundle
ზელენსკის სამხედრო რეორგანიზაცია: რატომ შეიცვალა სირსკი დრაპატით და რა როლი აქვთ ფედოროვსა და ხმარას?
Credit: ჯიმშერ რეხვიაშვილი
22 Jul 2026, 14:08 GMT By ლელა კუნჭულია

ანაკლიის პორტის მშენებლობას უხმაუროდ ჩამოშორდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად მთავრობამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოაცხადა. თბილისის გადაწყვეტილებით, პორტი 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. რადიო თავისუფლება ჩინური მხარის პოზიციით დაინტერესდა.

Download item bundle
„გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება“ - რა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვებზე
Credit: ლელა კუნჭულია
21 Jul 2026, 15:02 GMT By ჯიმშერ რეხვიაშვილი

უკრაინა დრონები უტევს რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს. სამხედრო და ეკონომიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიზანი მხოლოდ საწყობების განადგურება კი არა, რუსეთის მცირე და საშუალო ბიზნესის, შიდა ეკონომიკისა და ომისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლაც არის.

Download item bundle
რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?
Credit: ჯიმშერ რეხვიაშვილი
20 Jul 2026, 16:28 GMT By ნინო თარხნიშვილი

ირანის 37 წლის მოქალაქე იმან ასღარი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - გააძევებენ თუ მისცემენ საქართველოში დარჩენის უფლებას.

Download item bundle
თბილისში დაკავებული ირანელი კაცის ოჯახი შიშობს, თუკი მას სამშობლოში გააძევებენ, იქ სიკვდილით დასჯიან
Credit: ნინო თარხნიშვილი
20 Jul 2026, 15:14 GMT By სალომე ჩადუნელი

თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს. სტატიაში ვცდილობთ აღვადგინოთ მოვლენების თანმიმდევრობა მხარეების მონაყოლზე დაყრდნობით.

Download item bundle
ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა
Credit: სალომე ჩადუნელი