რა მოხდა შანიძეზე, რასაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა - შევეცადეთ აღგვედგინა სურათი
23 Jul 2026, 13:41 GMT
By ნინო თარხნიშვილი
Credit: ნინო თარხნიშვილი
Source URL: https://www.radiotavisupleba.ge/a/33810676.html
შანიძის 13-თან, წითელი აგურის სახლის ფანჯრების გისოსებზე ჯერ ისევ შერჩენილია პოლიციის ყვითელი ლენტები, რომლებიც წუხელ, 22 ივლისის საღამოს, მას შემდეგ გააბეს, რაც რამდენიმე მეტრით ზევით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა. მათ შორის ერთი, 17 წლის მოზარდი, კლინიკაში გარდაიცვალა.