„ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ“ - საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
Credit: ნინო თარხნიშვილი
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა - იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჯერჯერობით ის მხოლოდ აჭარაში დაბადებულ ჩვილებს დაეხმარება. იდეის ავტორები ამბობენ, რომ რძის კიდევ ერთი ბანკი მალე თბილისშიც გაიხსნება.