← Back to Direct feed
Download item bundle

თბილისში დაკავებული ირანელი კაცის ოჯახი შიშობს, თუკი მას სამშობლოში გააძევებენ, იქ სიკვდილით დასჯიან

20 Jul 2026, 16:28 GMT By ნინო თარხნიშვილი
თბილისში დაკავებული ირანელი კაცის ოჯახი შიშობს, თუკი მას სამშობლოში გააძევებენ, იქ სიკვდილით დასჯიან
Credit: ნინო თარხნიშვილი

ირანის 37 წლის მოქალაქე იმან ასღარი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - გააძევებენ თუ მისცემენ საქართველოში დარჩენის უფლებას.