ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა
Credit: სალომე ჩადუნელი
თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს. სტატიაში ვცდილობთ აღვადგინოთ მოვლენების თანმიმდევრობა მხარეების მონაყოლზე დაყრდნობით.